ერთიანობა მოიტანს გამარჯვებას - თინა ბოკუჩავა
„დღეს საზოგადოების მხრიდან მთავარი დაკვეთა არის ერთიანობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მოიტანს გამარჯვებას" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მან გუშინ გამართულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინ საზოგადოებამ იხილა ერთიანობის სტარტი, ახლა კი მათი ამოცანაა თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან მიიტანონ ჩვენი სათქმელი:
„დღეს მთავარი დაკვეთა საზოგადოების მხრიდან არის ერთიანობა. ერთიანობა ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის და ჩვენი ვალია, პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების, რომ ვუპასუხოთ ამ დაკვეთას, ამიტომ გავერთიანდით ამ წინასაარჩევნო მოძრაობაში კამპანიისთვის, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოიტანს გამარჯვებას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს არის მთავარი არსი ერთიანობის, რომლის სტარტიც გუშინ საზოგადოებამ იხილა. ახლა კი ჩვენი ამოცანაა, მივიდეთ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან და მივიტანოთ ჩვენი სათქმელი.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.