სამნიძე EU-ს გადაწყვეტილებებზე: დახმარებას მიმართავენ მედიის და არასამთავრობოებისკენ

09.07.24 13:25
სამნიძე EU-ს გადაწყვეტილებებზე: დახმარებას მიმართავენ მედიის და არასამთავრობოებისკენ

"ქართულმა ოცნებამ" ძალა არ დაიშურა იმისთვის, რომ ანტიდასავლური კამპანია ეწარმოებინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინისა და მოლდოვისგან გამოეცალკევებინა - ამის შესახებ"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა. 

პარლამენტარი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდში უდგანან წლების მანძილზე და არ აპირებენ, რომ ეს ქვეყანა მიატოვონ და სტატუსის მონიჭებაც ამის დასტური იყო, რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ დახმარებას მიმართავენ სწორედ იმ სექტორებზე, რის წინააღმდეგაც ხელისუფლება არ იშურებს, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და ბარიერები.

ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას და ოპოზიციას და რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდში უდგანან, დაეხმარებიან მედიას და არასამთავრობო სექტორს იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოში დემოკრატია

მსგავსი სიახლეები