სამხედრო წვრთნების გარდა, აშშ-მ საქართველოს დახმარება სხვა მიმართულებებითაც შეუჩერა - გია ჯაფარიძე

09.07.24 13:37
სამხედრო წვრთნების გარდა, აშშ-მ საქართველოს დახმარება სხვა მიმართულებებითაც შეუჩერა - გია ჯაფარიძე

გია ჯაფარიძე ამბობს, რომ სამხედრო წვრთნების გარდა აშშ-მ საქართველოს დახმარება სხვა მიმართულებებითაც შეაჩერა. მისი თქმით, ამას ცხადყოფს მაიკლ კარპენტერის განცახდებაც, რომელიც საქართველოს კარგადდ იცნობს და რომელიც ჰაერზე განცხადებებს არასდროს აკეთებს. 

იმის გარდა, რაც თქვენ უკვე ნახეთ ზედაპირზე, არსებობს კიდევ უამრავი სხვა მიმართულება , რომელიც ზედაპირზე არ არის, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ იმ ნაწილშიც აშშ-ს დახმარება საქართველოს მიმართ არის შეჩერებული. დღეს მაიკლ კარპენტერი არის გადასული  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში  უმნიშველოვანეს პოზიციაზე.  ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, თავისი ათი თითივით იცნობს საქართველოს და ის  არ გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ... ის რომ განცხადებას აკეთებს, ჩათვალეთ, რომ უკვე რაღაცეები არის მომხდარი, - ამბობს გია ჯაფარიძე.

"ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების გამო შტატები სამხედრო წვრთნების შემდეგ სხვა პროგრამების შეჩერებაზეც მსჯელობს. თეთრი სახლში აცხადებენ, რომ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ოლიგარქის პარტიის რუსული პოლიტიკა და დეზინფოციული კამპანია გახდა. 

მსგავსი სიახლეები