"ოცნების" პირობებში აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობებს უწინდებურად ვეღარ გააგრძელებს - ბოკუჩავა
ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, აშშ ვერ გააგრძელებს სტრატეგიულ ურთიერთობას ისე, როგორც მანამდე, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების აღსადგენად და ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ცვლლებებია საჭირო.
ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, აშშ ვერ გააგრძელებს სტრატეგიულ ურთიერთობას ისე, როგორც მანამდე. ამიტომ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-თან, იმისთვის, რომ კვლავ გაიხსნას ევროკავშირის კარი საქართველოსთვის, იმისთვის, რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის და არა ერთი რუსული ძალის ინტერესს, ამისთვის აუცილებელია ერთიანობით მოვიტანოთ ცვლილებები, - ამბობს ბოკუჩავა.
"ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების გამო შტატები სამხედრო წვრთნების შემდეგ სხვა პროგრამების შეჩერებაზეც მსჯელობს. თეთრი სახლში აცხადებენ, რომ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ოლიგარქის პარტიის რუსული პოლიტიკა და დეზინფოციული კამპანია გახდა.