აშშ-ს არაადეკვატურმა რეაქციამ დამარწუნა, რომ ამ კანონის მიღება ღირდა - დავითულიანი რუსულ კანონზე

09.07.24 13:46
აშშ-ს არაადეკვატურმა რეაქციამ დამარწუნა, რომ ამ კანონის მიღება ღირდა - დავითულიანი რუსულ კანონზე

აშშ-ს არაადექვატური რეაქციით დავრწმუნდი, რომ ამ კანონის მიღება ღირდა, - ასე ეხმიანება "ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი აშშ-ს დაანონსებულ სანქციებს. სახელისუფლები გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ენჯეობის დაფინანსება დასავლეთის ხელში ქვეყნის შიდა პროცესების სამართავი ინსტრუმენტი იყო. 


ახლა უნდათ, რომ დაგვსაჯონ და თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა, ღირდა თუ არა - ამ [რუსული] კანონის მიღების დროსაც ვფიქრობდი, ეს იმდენ ხმაურს გამოიწვევდა, იქნებ არ ღირდეს-თქო, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ღირდა. იმხელა არაადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია მოყვა შშ-ს მხრიდან, სხვა დასავლური პოლიტიკური ინტიტუციების მხრიდან,  რომ ვხვდები, რომ ეს  მათ ხელში, ვიღაცეების, ნამდვილად იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი  შიდა პროცესებზე ზემოქმედების. 

"ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების გამო შტატები სამხედრო წვრთნების შემდეგ სხვა პროგრამების შეჩერებაზეც მსჯელობს. თეთრი სახლში აცხადებენ, რომ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ოლიგარქის პარტიის რუსული პოლიტიკა და დეზინფოციული კამპანია გახდა. 

მსგავსი სიახლეები