შედგება თუ არა ოპოზიციური პარტიების დიდი ერთობა წინასაარჩევნოდ და რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

09.07.24 14:17
შედგება თუ არა ოპოზიციური პარტიების დიდი ერთობა წინასაარჩევნოდ და რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

შედგება თუ არა ოპოზიციური პარტიების დიდი ერთობა გადამწყვეტი არჩევნების წინ?კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს, თუმცა საბოლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  მოლაპარაკებები თითქმის ყველა პროევროპულ პარტიაში მიმდინარეობს. 

"ლელო"-ში აცხადებენ, რომ სიახლე, რომელსაც საზოგადოებას შესთავაზებ ნამდვილად სიახლე უნდა იყოს და არა "კარგად დავიწყებული ძველი". 

ჩვენი, „ლელოს“ ამოცანა არის, რომ ქართველ ხალხს შევთავაზოთ ალტერნატივა რეალური რუსული მთავრობის. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა, ალტერნატივა როგორც დღის წესრიგის თვალსაზირისით, ასევე შემადგენლობის თვალსაზრისით კომპეტენტური, წესიერი, პატიოსანი ხალხის, რომელსაც შეუძლია, რომ ეს ქვეყანა მართოს ისე, რომ მისი მომავალი იყოს უკეთესი, ვიდრე მისი წარსული. ჩემი აზრით, ახალი, კარგად დავიწყებულ ძველს არ უნდა ნიშნავდეს, ამიტომ „ლელო“ როდესაც საუბრობს პოლიტიკურ სიახლეზე, რეალური სიახლე უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას. ეს არის ჩვენი პოზიცია და როცა დასრულდება მოლაპარაკებები ჩვენს პოზიციას აუცილებლად გაგაცნობთ, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტში დაბრუნდა, ამბობს, რომ სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს მეორე ცენტრთან გამართავს, სადაც "ლელოს", "დროას" და "ახალის" გაერთიანება მოიაზრება. 

ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ვიქნები უფრო მეორე ცენტრში, სადაც განიხლება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და ეს მოლაპარაკებები პროცესშია, შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ როგორც გაკეთდა საერთო ოპოზიციური განცხადება, უკვე უახლოეს დღეებში ცნობილი გახდეა, როგორია ეს კონფიგურაცია და სად შეიძლება იყოს რესპუბლიკური პარტია ჩემი სახით, - ამბობს ხათუნა სამნიძე.  

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ პირველი ეტაპის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჯაროებენ. ამასთან, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ კარს არავის უხურავენ და მოლაპარაკებები სხვა და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და სუბიექტებთან შესაძლოა, გაგრძელდეს. 

მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დასრულდა. დღეს საღამოს, სავარუდოდ, გამოაცხადებს ოპოზიცია თუ რა შეთანხმებამდე მივიდა. გასაგებია, რომ უფრო ადრეც შეიძლებოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ რთული პროცესია. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები აქვთ და ასე რომ არ იყოს, უბრალოდ, ერთი პარტია ვიქნებოდით და სხვა და სხვა პარტიების ქვეშ არ ვიქნებოდით გაერთიანებულები. ნებისმიერ შემთხვევაში, მიღებული ერთობა არ იქნება საბოლოო იფნორმაცია იმ ფორმმით, რომ ჩვენ აქ ვიღაცეებს კარი დავუხოთ. მგონია, რომ კიდევ საჭირო იქნება ვიღაცეებთან კომუნიკაცია და საუბარი, - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.  

მსგავსი სიახლეები