რუსეთს, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის მოსვლა აწყობდეს - ვოლსკი მოსკოვის განცხადებაზე

09.07.24 15:23
რუსეთს, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის მოსვლა აწყობდეს - ვოლსკი მოსკოვის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადება, შესაძლოა, სწორედ იმას ნიშნავდეს, რომ მოსკოვს საქართველოს ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის მოსვლა სურდეს.  სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ რუსეთი შესაძლოა, ერთს აცხადებდეს, გეგმაში კი მეორე ჰქონდეს. 

რუსეთის დაზვერვა შესაძლოა, იმიტომ ამბობდეს, რომ სწორედაც თქვენ ეგ შეკითხვა დასვათ, რომ „თქვენც იმას ამბობს და ამას“...რუსეთის საგარეო დაზვერვა ერთს ამბობს, შეიძლება აბსოლუტურად სხვა აქვს გეგმაში და საერთოდ, აწყობდეს კიდევ იმ ნაცმოძრაობის მოსვლა, რომელმაც ხელი შეუწყო ტერიტორიების ოკუპაციაში. ეგ არავინ იცის, ის ერთს ამბობს, სხვა იდეაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. არ შეიძლება, ნაცმოძრაობას და სალომე ზურაბიშვილს თავის ქოლგით მხარი დაუჭიროს ევროკავშირმა ან აშშ-მ, ვინაიდან ეს არის საზოგადოების ინტერესის საწინააღმეგო და ყველაფერი გამოჩნდება არჩევნებზე, - ამბობს გიორგი ვოლსკი. 

მოსკოვის ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება აქვს გადაწყვეტილი და პოლიტიკური სპეცოპერაციას იწყებს. სწორედ ასე ხსნის პუტინის რეჟიმის დაზვერვის სამსახური საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისთვის დაწესებულ სანქციებს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შეცვლა სალომე ზურბიშვილთან არის შეთანხმებული. 

მსგავსი სიახლეები