რადიკალურ ოპოზიციას თემის წამოწევაში ეხმარებიან - ზარქუა მოსკოვის განცხადებაზე

09.07.24 15:31
რადიკალურ ოპოზიციას თემის წამოწევაში ეხმარებიან - ზარქუა მოსკოვის განცხადებაზე

ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოში გადატრიალებას გეგმავს, არ აინტერესებს. "ოცნების" ეპუტატი ირწმუნება, რომ მსგავის ინფორმაციის გავრცელება რუსეთს რადიკალური ოპოზიციის დასახმარებლად სჭირდება, რათა კონკრეტული თემები წამოწიონ, რომელიც "ოცნების" წინააღმეგ იქნება მიმართული.  

როგორ უყურებთ რუსეთის ეფ ეს ბე-ს დაზვერვის ინფორმაციებს და მედიებს? ჩვენ არ ვუყურებთ, არც მაინტერესებს.  რა ინტერესი გაქვთ, რომ დადებული არ აქვთ, თქვენ უკვე იცით ეს ყველაფერი? არაფერი, ისინი ეხმარებიან რადიკალურ ოპოზიციას, ამ მარგინალებს თემის წამოწევაში. მე არ მაინტერესებს, არც ვიცი, რა საიტზე უნდა ვნახო და თქვენ ზეპირად  იცით, განცხადება არ აქვთ გაკეთებული და თქვენ უკვე კითხვები გაქვთ. ასე რომ, არ მაინტერესებს ეს თემა, - ამბობს ზარქუა. 

"პირველების" შეკითხვას, არის თუ არა ზურაბიშვილი აშშ-ს კონკრეტული გეგმის ნაწილი, როგორც ამას რუსეთი აცხადებს, ზარქუა დადებითაც პასუხობს. 

ამას გეუბნებოდით რამდენიმე ხნის წინ და თქვენ ახლა დაიჯერეთ ეს?, - ამბობს ზარქუა.

მოსკოვის ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება აქვს გადაწყვეტილი და პოლიტიკური სპეცოპერაციას იწყებს. სწორედ ასე ხსნის პუტინის რეჟიმის დაზვერვის სამსახური საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისთვის დაწესებულ სანქციებს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შეცვლა სალომე ზურბიშვილთან არის შეთანხმებული.  

მსგავსი სიახლეები