ლელო ჩვენ ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად მიგვაჩნია, მოლაპარაკებები გაგრძელდება - გვარამია
"ლელო ჩვენ ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად მიგვაჩნია" - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გაირკვა, რომ "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან, მათ შორის კი "ლელო" არ არის.
ნიკა გვარამიას თანახმად, მცირე განსხვავებები იყო მათ ხედვებს შორის, ამიტომ ამ ეტაპზე "ლელოსთან" შეთანხმება ვერ მოხერხდა.
"ახალის" ლიდერი იქვე ამბობს, რომ "ამით პროცესი არ იკეტება და ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება".
ელენე ხოშტარიას თქმით, კი მათ საერთო ბრძოლაში "ლელოს" მნიშვნელოვანი როლი აქვთ.
"მინდა, დავაფიქსირო ჩემი უკიდურესი პატივისცემა ლელოს მიმართ, მე მათ განვიხილავ პარტნიორებად, მეგობრებად, თანამებრძოლებად და მათ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ საერთო ბრძოლაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.