მედია უნდა იყოს დაცული - რიკ დემსი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს ეხმაურება.
მისივე თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად მედია დაცული უნდა იყოს. მეტიც, ხელისუფლება არა მხოლოდ ფაქტით, არამედ მიზეზებითაც უნდა დაინტერესდეს, ვინ და რა მიზნით წააქეზა ჟურნალისტებზე ძალადობა.
რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ცხადია, მაგრამ საჭიროა, კიდევ განვაცხადოთ, რომ ასეა.
ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს კონტროლირებული, მჯერა, რომ თუ გინდა, დააფასო სიტყვის და პრესის თავისუფლება, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა პრესის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები დაკავებული არიან.
მჯერა, გაირკვევა ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით. ეს არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს, რომ აღარასდროს მოხდეს.
ამ საკითხს განვიხილავთ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. პოლარიზაცია არავის ეხმარება",- აღნიშნა მან.