"ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველო EU-ში გაწევრიანების ისტორიულ შანსს ჰკარგავს - მესამე სექტორი
მესამე სექტორი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას "ქართული ოცნების" ანტიდასავლურმა და ანტიევროპულა რიტორიკამ მოუტანა. არასამთავრონო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გამოყოფილი თანხების გაყინვა, საქართელოს უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება.
კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარი გიგი გიგიაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მძიმე იქნება ის შეზღუდვებიც, რომელსაც ევროკავშირი დამატებით აანონსებს.
ევროინტეგრაცია ამ ეტაპზე არის ცალსახად გაჩერებული. ევროკავშირი განიხილავს სხვადასხვა ფორმატებს ჩვენთან უკვე არსებული ურთიერთობების გადახედვისა. პირველი ნაბიჯი ეს არის ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გამოყოფილი თანხების გაჩერება და ეს, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა საქართველოს ზოგადი უსაფრთხოებისთვის. მაგრამ, ამავე დროს, განიხილება ახალი ფორმატები, განიხილება დამატებითი ფორმატები, მათ შორის, ეს არის კანდიდატის სტატუსის შეჩერების მექანიზმი, მათ შორის, არის სავიზო რეჟიმის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმები. იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული,საქართველოს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და ჩვენი მოქალაქეები ამას იგრძნობენ საკუთარ თავზე უახლოეს მომავალში, - ამბობს დიპლომატი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარი გიგი გიგიაძე.
ფონდ „ღია საზოგადოების“ ხელმძღვანელ ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ნაბიჯების გამო ქვეყანა ისტორიულ შანსს კარგავს.
მოლაპარაკებები არ გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანსი საქართელოსთვის ეს მოლაპარაკება წელს გახსნილიყო. მან ასევე თქვა, რომ ევროპამ უკვე გადახედა და იწყებს გადახედვას დახმარებისა. ძალიან სამწუხაროა, რომ პირველი გადახედვა ხდება სამხედრო დახმარებისა, იმიტომ, რომ იცით თქვენ, რომ პარალელურად, იგივე პროცესი დაიწყო ამერიკაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარი, რომელიც ევროპისა და ამერიკის დახმარებით ძლიერდებოდა, დასუსტებას დაიწყებს, - ამბობს ფონდ „ღია საზოგადოების“ ხელმძღვანელ ქეთი ხუციშვილი.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე პირდაპირ ამბობს, რომ ასოცირების პროცესის გაგრძელების თეორიული შანსი ქვეყანას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება.
საქართველოს ევროკავშირში ასოცირების პროცესი არის შეჩერებული და გაჩერების შემდგომი ეტაპია, რომ შეწყდება ეს პროცესი. ასევე, ძალიან ნათლად ითქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეს სურათი აღარ შეიცვლება. ანუ თეორიული ალბათობა იმისა, რომ ასოცირების პროცესი გაგრძელდეს, არის თუ ოქტომბერში სურათი იცვლება და ხელისუფლება იცვლება და მოდის ევროკავშირში ინტეგრაციის მოსურნე ხელისუფლება, რაც ივანიშვილის პირობებში არ მოხდება, - ამბობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე.
ფინანსური სანქციების გარდა ევროკავშირი საქართელოსთან, დიდი ალბათობით, არც მოლაპარაკებებს გახსნის. ევოკავშირის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ ამ პირობებში ქვეყანას გაწევრიანების მცირე შანსიც კი არ აქვს. არადა, ევროკომისიამ საქართველოს შესახებ საბოლოო ანგარიში ოქტომბერში უნდა გამოქვეყნოს.