"ბლეფია" - "ოცნება" ოპოზიციის ახალ ერთობაზე

09.07.24 16:56
"ბლეფია" - "ოცნება" ოპოზიციის ახალ ერთობაზე

ახალი ერთობა ოპოზიციაში - "ქართული ოცნება" "ახალის", "დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ალიანსს "ბლეფს" უწოდებს. ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ გაერთიანების მიზანი "დონორების მოტყუება და მათგან დიდი ფულის წამოღებაა": 

„გირჩი – „ჩახდილები“, „დროა“ რუსული ფულით დაფინანსებული და ზონდერ პროკურორი გვარამია პოზიციონირებენ, რომ ახალი გუნდი, ახალი პლატფორმა არიან, რაც ბლეფია. ამას ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებენ, ეს მათ ზუსტად იციან. 

მგონია, დონორებს, იმ პატრონებს ატყუებენ აი ჩვბენ ახალი სახეები, რომ იქიდან დაფინანსება წამოიღონ. ვისაც გინდათ ჰკითხეთ რისი გამკეთებელია გვარამია ან ის, ჩემმა „ხაბემ“ საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოაგდო? საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოგაგდებენ და შემდეგ პოლიტიკაში დარჩები, რა ხარ?!“ რაც ხარ ის ხარ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ახალი", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლება" არჩევნებისთვის ერთიანდებიან.
 

მსგავსი სიახლეები