ჩააბარებენ თუ არა კეთილსინდისიერების ტესტს "ოცნების" მაღალჩინოსნები? - რა შეფასებები მოჰყვა ევროსაბჭოს მწვავე ანგარიშს
ჩააბარებენ თუ არა კეთილსინდისიერების ტესტს "ოცნების" მინისტრები, მათი მოადგილეები და აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლები - ევროპის საბჭოს "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფი" საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს ქვეყანას მიიღოს გადამწყვეტი ზომები საქართველოში კორუფციის პრევენციისთვის.
მოსამართლეების შემდეგ კორუფციის, ნეპოტიზმის და დაუსაბუთებელი ქონების და საჩუქრების ფაქტების გამო, ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებაზე შემოწმების რეკომენდაციით საქართველოს ხელისუფლებას GRECO მიმართავს.
GRECO აღნიშნავს, რომ აუცილებელია პოლიციელთა მიმართ ეთიკის კოდექსის გადახედვა და მისი შეცვლა, გაუმჯობესება. ასევე, კეთილსინდისიერების შემოწმება უნდა ხდებოდეს მუდმივად, როგორც თანამდებობაზე დანიშვნის, ასევე, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე, განსაკუთრებით, იმ პირების მიმართ, რომლებიც მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.
ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების მრჩევლებს და GRECO აღნიშნავს, რომ მათი ვინაობა საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ასევე მათი ფუნქციების ჩამონათვალი,“ - ამბობს ლილი ლეჟავა.
IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი საუბრობს იმ საკითხებზე, რაზეც GRECO ყურადღებას ამახვილებს.
ყველა იმ საკითხზე არის გამახვილებული ყურადღება, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. მაგალითად ის, რომ საჩუქრები, მინისტრების მიერ მიღებული საჩუქრები არ რეგისტრირდება არსად. მაგალითად ის, რომ ანტიკორუფციულ ორგანოებს საქართველოში არ გამოუძიებიათ არცერთი კორუფციული საქმე მოქმედი მაღალჩინოსნის წლების განმავლობაში. მაგალითად, ის, რომ არ არსებობს სამსახურში აყვანის და გათავისუფლების წესები,“ - ამბობს ლევან ავალიშვილი.
გაითვალისწინებს თუ არა რეკომდაციას მმართველი პარტია, ჯერ უცნობია, თუმცა ამის მოლოდინი ოპოზიციას არ აქვს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "ოცნება" კორუფციის ჭაობშია ჩაფლული და ჩინოვნიკების კეთილსინდირების შემოწმება მათ ინტერებში არ შედის.
ქართული ოცნება და მისი კლანი, მათ შორის ბიზნეს კლანი, ძარცვავს ბიუჯეტს, ჩვენს მოქალაქეებს და დღეს არსებული უმძიმესი ეკონომიკური ვითარება სწორედაც რომ ელიტური კორუფციითაც არის გამოწვეული. თუნდაც იგივე ღარიბაშვილისთვის ერთხელ ან ათჯერ გადაცემული 100 ათასი ლარი არაფერია იმ გიგანტურ თანხების მიტაცებასთან შედარებით, რაც ხდება“ - ამბობს რომან გოცირიძე.
მთავრობა რომ დადგენილებებს სრულად არ ასაჯაროებს ამაზე საუბრობს "ლელოს" დეპუტატი საბა ბუაძე.
ვხედავთ, რომ არათუ საჯარო ინფორმაციის მიმართვებზე არ ხდება პასუხების გაცემა, არამედ უკვე მთავრობის დადგენილებების დამალვა ხდება. წარსულში დამალული დადგენილებები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი და ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ამ უფლებას, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ზღუდავს იმისთვის, რომ დამალოს მისი კორუფციული, შავბნელი საქმიანობა. საჯარო სექტორში ეთიკა და კეთილსინდისიერება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლითაც უნდა ხდებოდეს თანამდებობის პირების შერჩევა, მაგრამ ივანიშვილისთვის უწესობა, უზნეობა და კორუფციაში ჩაფლულობა და უპირობო მორჩილება არის ადამიანების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები,“ - ამბობს საბა ბუაძე.
მრჩევლების შესახებ რომ საჯარო უნდა იყოს ინფორმაცია, ამაზე ამახვილებს ყურადღებას დეპუტატი თეონა აქუბარდია.
მრჩევლების შესახებ ინფორმაცია გახადეს მათ პერსონალური და დავით ხიდაშელი, რუსი ბიზნესმენი, რომელიც თურმე 4 წელი თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ყოფილა, ეს რომ მედიიდან არ გამოსულიყო და შიდა ინფორმაცია არ ყოფილიყო, ვერც კი გავიგებდით ამ ადამიანის მუშაობის შესახებ. ისევე, როგორც არაერთი საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალა იყო პრემიერის ამჟამინდელ ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე და მის სავარაუდო კავშირებზე რუსეთთან, ისევე როგორც ფინანსურ კავშირებზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის დახურვა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის შენარჩუნებას ემსახურება,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
ხელისუფლება პოლიციაში კორუფციას ეფექტურად ვერ ებრძვის - ევროსაბჭოს უმწვავესი ანგარიში ცნობილია. დოკუმენტში ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი“ აფასებს ცენტრალური ხელისუფლებასა და სამართალდამცველ ორგანოებში კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმებს.