Bloomberg-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ გაიზარდა
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ინფორმაცია Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის განახლებულ მონაცემებშია ასახული.
ჩამონათვალში ქართველი ოლიგარქი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა.
წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, ივანიშვილის ქონება 700 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.