"ოცნების" დასანქცირებამ რუსეთი გააბრაზა - კრემლი ამტკიცებს, რომ აშშ "ოცნების" დამხობას ზურაბიშვილის მეშვეობით გეგმავს
"ოცნებისთვის" დაწესებულმა სანქციებმა კრემლი წყობიდან გამოიყვანა. პუტინის რეჟიმი შტატებს საქართველოში არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ბაიდენის მთავრობა სალომე ზურაბიშვილის დახმარებით ოლიგარქის ხელისუფლების დამხობას გეგმავს. რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა ქართველი ხალხის დაშინება "ქართული ოცნების" მეთოდებით დაიწყო.
ბოლო წვეთი კრემლისთვის შტატებიდან დაანონსებული მძიმე პოლიტიკური ვერდიქტი აღმოჩნდა. თეთრი სახლი პირდაპირ ამბობს, რომ თუ "ოცნება" უკან არ დაიხევს, სამხედრო წვრთნების შემდეგ შეჩერდება ყველა სხვა პროექტი, რომელიც შტატებმა, თავის დროზე, საქართველოს მხარდასაჭერად დაგეგმა.
ბაიდენის გუნდი გაჩერებას არ აპირებს. ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე ალიანსის წევრი ქვეყანა საქართველოს ფინანსურ დახმარებას უყინავს. ხელისუფლებას ურთიერთობა იქამდე მიჰყავს, რომ თავს სრულ იზოლაციაში იქცევს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.