რუსულმა კანონმა ქართული ჯარი EU-ს ფინანსური დახმარების გარეშე დატოვა - თავდაცვისთვის გამოყოფილი 30 მლნ გაყინულია
ამერიკის შემდეგ უმძიმესი სანქციები ევროკავშირმა აამოქმედა. საქართველო მოლაპარაკებების გახსნის შანსის და უზარმაზარი ფინანსური დახმარების გარეშე დარჩა. თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი გაყინულია. პირველივე მძიმე გადაწყვეტილება შეიარაღებულ ძალებს შეეხო. "ეს მხოლოდ დასაწყისია" - აანონსებს ევროკავშირის ელჩი. ბრიუსელი თვეების განმავლობაში აფრთხილებდა "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის შედეგებზე, კანონი ამოქმედდა და შედეგებმაც არ დააყოვნა.
თავდაცვისთვის გაყინული 30 მილიონი სამოქალაქო სექტორს და მედიას მოხმარდება. ელჩის ამ განცხადებას "ოცნებაში" კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური ისტერია მოყვა. დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ ახლა ყველაფერი არჩევნებზეა დამოკიდებული, სადაც ქართველმა ხალხმა სათქმელი უნდა თქვას. იქამდე კი ქვეყანა ევროკავშირის მიღმაა და ისტორიულ შანსს კარგავს. ხელისუფლებამ რუსული კანონის გამო ქართული ჯარი ევროპული ფინანსური დახმარების გარეშე დატოვა.
ვრცლად ნახეთ ინცა ცარციძის რეპორტაჟში.