კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრი - "ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" წინასაარჩევნოდ ერთიანდებიან
გადაჯგუფება ოპოზიციაში - დღე მეორე. "ახლები", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" წინასაარჩევნოდ ერთიანდებიან. ხანგრძლივი მოლაპარაკებები სამმა პარტიამ დაასრულა, თუმცა ჯერ "ლელოს" გარეშე. ხაზარაძე ჯაფარიძის პარტია ამ ეტაპზე გაერთიანებას არ უერთდება, თუმცა კონსულტაციები, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ახალ გაერთიანებას "ახლების" ნომერი ექნება. მელია, გვარამია, ჯაფარიძე, ხოშტარიას გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით გავა.
იქნება თუ არა გაერთიანების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკა გილაური - ამ კითხვაზე პასუხი ორაზროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ყოფილი პრემიერი ახალი ერთობის ფავორიტი გახდეს. მომავალი პრემიერი პოლიტიკიდან დისტანცირებული პირი უნდა იყოს - ეს განცხადება, სავარაუდოდ მინიშნება იყო, რომ გილაურის კანდიდატურა ახალ გაერთიანებაში აქტიური განხილვის თემაა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.