სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა", გვარამია და მელაძე სიძულვილის მთავარი გამღვივებლები არიან - კობახიძე
სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა", გვარამია და მელაძე სიძულვილის მთავარი გამღვივებლები არიან,- ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე თბილისის ქუჩებში პოლიტიკოსებისა და მედიამენეჯერების გამოსახულებით გამოკრული პლაკატების საკითხს.
ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? შეგახსენებთ, პოსტერებზე ვინ გამოსახეს - ეს იყო სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა", გვარამია, მელაძე. თითოეული ეს ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ არიან სიძულვილისა და აგრესიის მთავარი გამღვივებლები ამ ქვეყანაში. პასუხისმგებლობას იმ პლაკატებზე ვერ ავიღებთ ,"- განაცხადა კობახიძემ.