პარტიებთან კონსულტაციების შედეგად პრეზიდენტი დაასახელებს როგორი შეიძლება იყოს მომავალი მთავრობა - ბესელია

09.07.24 19:53
პარტიებთან კონსულტაციების შედეგად პრეზიდენტი დაასახელებს როგორი შეიძლება იყოს მომავალი მთავრობა - ბესელია

„არა პარტიები აცხადებენ, არამედ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად წინასწარ პრეზიდენტი ამბობს ამას,“ - ამის შესახებ ეკა ბესელია „დღის ამბებთან“ საუბრობს და ხსნის, რა წერია ქარტიაში მომავალი პრემიერის წარდგენის შესახებ.

ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტი არჩევნებამდე პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ, საზოგადოებას წარუდგენს პრემიერობის კანდიდატს - „მეტი სიცხადე რომ იყოს, პრეზიდენტის სურვილი იყო და ქარტიაში ესაა ჩადებული, რომ მან დაასახელოს კონსულტაციების თუ მოსაზრებების მოსმენის შედეგად მომავალი მთავრობა როგორი შეიძლება იყოს წარმოდგენილი“. 

როგორც ბესელია ამბობს, მომავალი მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

"პრეზიდენტი ელოდება პარტიები როგორ დალაგდებიან, ამ პროცესში ის არ ერევა, თუმცა ინტერესით აკვირდება," - ამბობს ბესელია და ამატებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ეცნობა ბოლო კვლევის შედეგებსაც.

ქარტიაში ნათლად წერია, რასაც ხელი მოაწერა ყველა პარტიამ, რომ პრეზიდენტი პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ თავად პრეზიდენტის ინიციატივაა, წინასწარ გააცნოს საზოგადოებას, ვინ შეიძლება იყოს მომავალ მთავრობაში და პრინციპი, რმ პროფესიული ნიშნით იყოს შერჩევა ამ ადამიანების, რადგან ამ მთავრობის ამოცანა იქნება ამ გარდამავალ ეტაპზე პარლამენტის ზედამხედველობით და პარლამენტის უშუალოდ პროცესის ლიდერობით შეასრულოს ის საკითხები, რაც ქარტიაში წერია...
თუ პარტიები თვითონ დაიწყებენ ამ პროცესს ერთმანეთთან მოლაპარაკებისთვის, ვინ იქნება მთავრობაში, ვინ იქნება პრემიერი, არ არის კარგი და დროული პროცესი, იმიტომ რომ შეთანხმების ნაწილია, რომ ამ ქარტიას ხელი ვინც მოაწერა, რომ ეს შეთანხმებები იყოს დაცული,“ - ამბობს ბესელია.

ბესელია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის წარმოდგენილ ქარტიას გიორგი გახარიამაც მოაწეროს ხელი. ბესელიას თქმით, არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს და ესაუბრება "ოცნების" ყოფილ წევრებს.

მსგავსი სიახლეები