რუსულმა სასამართლომ იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა
ალექსეი ნავალნის მეუღლეს იულია ნავალნაიას მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
მას ბრალად ედება "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა", სასამართლომ გამოძიების მოთხოვნა დააკმაყოფილა და იულია ნავალნაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ალექსეი ნავალნის ცოლს 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.