ინდოეთის პრემიერი პუტინს: შემზარავია, როდესაც უყურებ, რომ უდანაშაულო ბავშვებს კლავენ

09.07.24 20:44
ინდოეთის პრემიერი პუტინს: შემზარავია, როდესაც უყურებ, რომ უდანაშაულო ბავშვებს კლავენ

"გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ", - გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა  რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა.

მისი განცხადება რუსეთის მიერ 8 ივლისს კიევში საბავშვო კლინიკაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მოყვა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია.

იქნება ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჯერა ადამიანობის, გული შესაცტკივა, როდესაც ასეთ დანაკარგს ხედავს. შემზარავია, როდესაც უყურებ, რომ უდანაშაულო ბავშვებს კლავენ“, - აღნიშნა მოდიმ.

მსგავსი სიახლეები