რაზე ვერ შეთანხმდნენ "ლელოსთან" "ახალი"-"გირჩი-მეტი თავისუფლება"-"დროა"? - რას ყვება ჯაფარიძე
„აღმოჩნდა რაღაც ტიპის ხედვები, რომელთა მიმართებაშიც ვერ მოხვდა თანხვედრა,“ - ასე ხსნის ზურა ჯაფარიძე გადაწყვეტილებას, რომ „ახალის“, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გვერდით „ლელო“ არ აღმოჩნდა.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბევრ საკითხზე იყო თანხმობა „ლელოსთან“, თუმცა რიგ საკითხებზე ვერ მოხდა შეჯერება.
"ვის როგორ სჯერა, რომ ჩვენ, ჯამში, მოვიგებთ არჩევნებს და მაგის გამოც ვერ მოხდა შეთანხმება" - ამბობს ჯაფარიძე და განმარტავს, რომ "ლელოსთან" შეუთანხმებლობა არ უკავშირდება იმას, რომ "რაღაც ვერ გავიყავით".
მე არ მითქვამს და არ დამიდასტურებია, რომ შეუთანხმებლობა მოხდა ან პრემიერის, ან მერობის კანდიდატზე ან რაიმე მსგავსზე. მოლაპარაკებები ზოგადად, იმიტომ იმართება დახურულ კარს მიღმა, რომ ამ შიდა ინფორმაციის გარეთ გამოტანამ შეიძლება პროცესს შეუშალოს ხელი, ამიტომ ხდება რაღაცების კარს მიღმა განხილვა და შეთანხმება.
რატომ ვერ მოხდა - საკითხები, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, საბოლოო ჯამში, ამ საკითხებთან მიმართებაში არსებობს განსხვავებული პერსპექტივები, რაღაცებს ვუყურებთ სხვადასხვანაირად, ოღონდ ყველა ეს საკითხი, რაზეც ვერ მოხდა შეთანხმება არის პირდაპირ დაკავშირებულ იმასთან, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია ჯამში. რაღაც ვერ გავიყავით, ეგეთი ამბავი არ მინდა, რომ დაიხატოს - საუბარი იყო რაღაც საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც განსხვავებულად ვუყურებთ რაღაცებს და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია იმასთან, ვის როგორ სჯერა, რომ ჩვენ, ჯამში, მოვიგებთ არჩევნებს და მაგის გამოც ვერ მოხდა შეთანხმება,“ - ამბობს ზურა ჯაფარიძე.