კიდევ უფრო გაფართოვდება, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ახალ ადამიანს იხილავთ - ბოკუჩავა ახალ პლატფორმაზე
„ერთიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ახალ ადამიანს იხილავთ“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ ერთიანობის ლიდერი თინა ბოკუჩავა საუბრობს.
ბოკუჩავას თქმით, უმთავრესია რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ იყოს კოალიციური და ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული.
შეიძლება სხვა ოპოზიციურ ძალებს ხანდახან გამოსჭვიოდეთ ხოლმე მთავარი ოპოზიციური მოთამაშის როლის დამკვიდრების სურვილი, თუმცა ჩვენ ეს სურვილი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციამ საერთო ძალისხმევით უნდა გაიმარჯვოს. მე არც ვფიქრობ იმ მოცემულობაზე, სადაც კოალიციური ხელისუფლება არ იქნება პროდასავლური ახლანდელი ოპოზიციური პარტიების მიერ, სადაც ყველა აქ მსხდომ ადამიანს, სხვა ოპოზიციურ ლიდერებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი.
მნიშვნელოვანია მომავალი ხელისუფლება იყოს კოალიციური,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.