ჩვენი ამბიცია ის კი არ არის, ოპოზიციაში ვინ გავა პირველ ადგილზე, ჩვენი ამბიციაა, რომ ჩამოვირეცხოთ "ოცნება" - ვაშაძე
„ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ბევრი საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდება“ - ამის შესახებ ერთიანობის ლიდერი გიორგი ვაშაძე „რეაქციაში“ საუბრობს.
როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ის უფრო დიდ გაერთიანებას ემხრობოდა.
ჩვენი ამბიცია ის კი არ არის, ოპოზიციაში ვინ გავა პირველ ადგილზე, ჩვენი ამბიცია არის ის, რომ შევცვალოთ და ჩამოვირეცხოთ ქართული ოცნება, როგორც სირცხვილი 26 ოქტომბერს და წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ, განვითარებისკენ და წინსვლისკენ,“ - ამბობს ვაშაძე.