ჩვენი კარი ფართოდ არის გაღებული. ხელწერილი შემიძლია დაგიწეროთ, რომ ივანიშვილი დამარცხდება - ჯაფარიძე
„ხელწერილი შემიძლია დაგიწეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება 26 ოქტომბერს“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ ერთიანობის ლიდერი სოფო ჯაფარიძე საუბრობს.
ჯაფარიძის თქმით, გუნდს არაერთ ადამიანთან აქვს კონსულტაცია, რომ ერთიანობას შეუერთდეს და მათ რიგებში ბევრი ახალგაზრდა იქნება.
ასეთი ღირსეული ადამიანები შემოუერთდნენ ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს და როდესაც ერთიანობაზე არის საუბარი, ერთიანობა გულისხმობს ხალხთან ერთიანობას, ჩვენი კარი არის ფართოდ გაღებული, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანთან. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება ჩვენს რიგებში. ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ვიწყებ მუშაობას,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.