ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ხელისუფლება არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარი მოსახლეობის წინაშე არ გრძნობს - სიხარულიძე

09.07.24 22:15
ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ხელისუფლება არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარი მოსახლეობის წინაშე არ გრძნობს - სიხარულიძე

"ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიყო ხელისუფალი ასეთი გაჭირვებული მოსახლეობის, როგორც არის დღეს საქართველოში, იმხელა პასუხისმგებლობაა, ძალიან უნდა რცხვენოდეთ, მაგრამ სირცხვილის მაგივრად გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს,“ - ამის შესახებ ერთიანობის ლიდერი ელისაბედ სიხარულიძე საუბრობს.

„რეაქციაში“ ერთიანობის ლიდერი ყვება იმ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია. 

ვიცით, რა არის ევროკავშირი და მივდივართ აქეთკენ - მაგრამ არის ძალიან მწარე რეალობა, სადაც ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გაჭირვებაში.
მე, როდესაც დავიწყე პარლამენტში მუშაობა, ორი ალტერნატიული რეალობა მედგა თვალწინ, დილით სამსახურში რომ მივდიოდი, ვხედავდი უფასო სასადილოს წინ ძალიან გრძელ რიგს, სადაც იდგნენ მოხუცებული ქალები, კაცები, დედები შვილებით ხელში. პარალელური რეალობა, რომელშიც ვხვდებოდი, იყვნენ ქართული ოცნების ბედნიერი დეპუტატები - ეს საწყალი ხალხი, ნახევარი თუ ერთი პურისთვის იბრძვის, რომ მთელი დღე გადაიტანოს და მიდიხარ და ხვდები მართლაც რომ გამოკვებილ, ბედნიერ, კმაყოფილ ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ხელისუფლება არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარი მოსახლეობის წინაშე არ გრძნობს,“ - ამბობს სიხარულიძე.

 

მსგავსი სიახლეები