მართავს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" კეზერაშვილი-მერაბიშვილი? - რა პასუხი აქვთ ბოკუჩავა-ვაშაძეს?
მართავს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" კეზერაშვილი-მერაბიშვილი? - "რეაქციის" წამყვანის კითხვას ერთიანობის ლიდერებმა თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ უპასუხა.
„ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი“ - ასეთი პასუხი აქვს გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერები იღებენ. როგორც ვაშაძე ამბობს, ის არის დამოუკიდებელი და მას „ვერავინ მართავს“.
2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში, მე ვფიქრობ, რომ ჩემი განვლილი პერიოდით, მაგალითად, მე ვაჩვენე, რომ ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მე ვერავინ მმართავს, მმართავს მხოლოდ ხალხის ნება, სურვილი... ყველა გადაწყვეტილება მიიღება ამ გაერთიანებაში შემავალი ლიდერების თანამონაწილეობით.
როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს - იყო კითხვები, ის, რომ ეს ადამიანები აქ არიან, ნიშნავს, რომ ამ კითხვებს სრულფასოვანი პასუხები გავეცით და აქ არიან,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
თინა ბოკუჩავას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და მისი მოსაზრებების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებებს.
პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ვარ მხნედ იმ როლში, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ზუსტად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და მათ შორის, სიახლე.
მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და პირველი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს შორის, გვაქვს მხოლოდ წერილობითი კომუნიკაცია (სააკაშვილთან). ეს იყო ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილება, რის შემდეგ მე მივიღე წერილი პრეზიდენტ სააკაშვილისგან.
პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრებები ჩემთვის იქნება ყოველთვის გადამწყვეტი, როდესაც მივიღებ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ამ როლში და მათ შორის ამ კამპანიაში,“ - ამბობს ბოკუჩავა.