სანქციები და ივანიშვილის გაზრდილი ქონება - რას ამბობს ექსპერტი
ივანიშვილის რეკორდულ გამდიდრებას „ბიზნესმედია საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აქციებში ჩადებულ თანხებს უკავშირებს. მისი თქმით, ქონების მატება სავარაუდოდ, კრედიტსვისის დავასთან არის კავშირში.
ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, შეზღუდვები, პირველ რიგში, გლობალურ აქციებს შეეხება, რომელიც ივანიშვილის ქონების 27%-ს შეადგენს.
დიდი ალბათობით, იბარტყა და გარკვეული შემოსავლები მოუტანა აქციებში ჩადებულმა თანხებმა. მატება მის ქონებაში მაინც კავშირშია კრედიტსვისის დავასთან აწ უკვე იუ ბი ეს-თან დავასათან, სადაც მას კონკრეტული თანხები აქვს მოებული. ეს თანხები აჭარბებს ჯამურად მლრდ ორას მილიონს, ის, რაც მოგებულია და შესაძლოა, გარკვეული გარანტირებული თანხა, მაგალითად, 700 მლნ ბლუმბერგმა ჩათვალა, რომ ამ პერიოდში ან მიიღო ან მიიღებს და ამის გამო მოუმატა მას ქონება. სანქციების დაწესების შემთხვევაში. პირველ რიგში, ეს ყველაფერი აისახება გლობალურ აქციებზე და ყველაფერი, რაც იმ კონკრეტული პირის კავშირს უკავშირდება იმ განთავსებასთან, რაც არის ბირჟაზე, - ამბობს გიორგი ისაკაძე.
იმ ფონზე, როდესაც რუსული კანონის მიღების გამო საქართველო საერთაშორისო დახმარებას ყოველ დღე კარგავს, ხალხი კი ღარიბდება, ბიძინა ივანიშვილი ელვის სისწრაფით მდიდრდება. ოლიაგარქის ქონებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასეთი მდიდარი ივანიშივილი ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც კი არ ყოფილა. მხოლოდ ბლუმბერგის მონაცემებით, ქართველ ოლიგარქს ახლა 7 მილიარდ 300 მილიონი დოლარი აქვს და ის მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ირიცხება. ირკვევა, რომ მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქრთველოს არაფორმალური მმართველის ქონება 700 მილიონით გაიზარდა.