თუ მთავრობა იყენებს მიუღებელ რიტორიკას მეგობრებთან, მეგობრობა იცვლება - გერმანიის ელჩი
თუ მთავრობა იყენებს მიუღებელ რიტორიკას მეგობრებთან, მეგობრობა იცვლება - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა განაცხადა.
პიტერ ფიშერი პირდაპირ ამბობს, რომ გერმანია საქართველოს დახმარების შესახებ აღარანაირ ახალ ვალდებულებას აღარ აიღებს.
მე არასდროს არ მინახავს საგარეო პოლიტიკის მსგავსი ცვლილება, როგორიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ვნახე. არსებობს ბევრი ობიექტური ფაქტორი. მათ შორის ე.წ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან. ამ კანონით ვერ შეხვალთ ევროკავშირში.
ჩვენ 30 წელია, ვართ მეგობრები და უეცრად სიურპრიზია, რომ გავხდით ფაშისტები, ტერორისტები, ასეთი რიტორიკით პარტნიორები არ საუბრობენ. თუ მთავრობა იყენებს მიუღებელ რიტორიკას მეგობრებთან, მეგობრობა იცვლება"- თქვა ფიშერმა.