"ნუ ინერვიულებთ, ივანიშვილს ფინანსური პრობლემები არასდროს ჰქონია" - კალაძე ოლიგარქს იცავს
ივანიშვილის ქონებასთან კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ "ოცნების" გენერალური მდივანი საუბრობს. კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი და მეცენატია, თუმცა ბოლო დროს მის წინააღმდეგ უსამართლო დამოკიდებულებაა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ივანიშვილი მხოლოდ იმიტო ისჯება, რომ ქვეყანააშ მეორე ფრონტი არ გახსნა.
ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი ქველმოქმედი, ძალიან დიდი მეცენატია, თუმცა ყველაზე დიდი ქველმოქმედება ეს იყო მისი გადაწყვეტულება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრესთან დაკავშირებით, ზოგადად, კითხვები არ არსებობს და ეს ადამიანი თავის სიმდიდრეს ყოველთვის ახმარდა ჩვენს ქვეყანას, ახმარდა მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს, თქვენ ნუ ინერვიულებთ მაგაზე. ამ ადამიანს არასდროს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია. პირიქით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დღეს არის უსამართლო დამოკიდებულება, რაც ხდება კრედიტსვისთან დაკავშირებით. ყველა სასამართლო მოგებულია და იმის გამო, რომ ქვეყანა არ მიჰყავს იმ გზით, რომ ჩაერთოს ომში, გააჩინოს მეორე ფრონტი ქვეყანაში, ჩაერთოს სანქციებში და ა.შ., მიზანმიმართულად ხდება მისი კუთვნილი თანხების დაკავება. თუმცა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საქართელო არცერთ თანხაზე არ იყიდება, - ამბობს კალაძე.
ბიძინა ივანიშვილი ელვის სისწრაფით მდიდრდება. ოლიაგარქის ქონებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასეთი მდიდარი ივანიშივილი ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც კი არ ყოფილა. მხოლოდ ბლუმბერგის მონაცემებით, ქართველ ოლიგარქს ახლა 7 მილიარდ 300 მილიონი დოლარი აქვს და ის მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ირიცხება. ირკვევა, რომ მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქრთველოს არაფორმალური მმართველის ქონება 700 მილიონით გაიზარდა.