ვინ დასვა ყველაზე მეტი კითხვა - როგორია საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასება?
2023 წელს 12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა - სტატისტიკურ მონაცემებს "საეთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
ირკვევა, რომ კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;
TI-ს ცნობით, 73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული;
საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა.
პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო. ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა).
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა"- წერია კვლევაში.
საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასება ვრცლად