ელჩი რუსულ კანონზე: ამით ევროკავშირს უბრალოდ ვერ შეუერთდებით, მარტივია

10.07.24 11:54
ელჩი რუსულ კანონზე: ამით ევროკავშირს უბრალოდ ვერ შეუერთდებით, მარტივია

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ რუსული კანონით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

ელჩმა მედიას უთხრა, რომ ახლა გაწევრების პროცესი შეჩერებულია, რაც სამწუხაროა, ვინაიდან საქართველო ბევრად უკეთეს მდომარეობაში უნდა იყოს.

მეტიც, გერმანიის ელჩის თქმით,  მას არასდროს უნახავს საგარეო კურსის ასეთი ცვლილება. ფიშერმა "ქართული ოცნების" გასაგონად კიდევ ერთხელ თქვა, რომ  ე.წ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან - "ამ კანონით ვერ შეხვალთ ევროკავშირში"- ამბობს ის. 

საქართველოში ელჩის  თანამდებობა,  ჩემი მეშვიდე დანიშვნაა და მე არასდროს არ მინახავს საგარეო პოლიტიკის მსგავსი ცვლილებაროგორიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ვნახე. არსებობს ბევრი ობიექტური ფაქტორი.  მათ შორის ე.წ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან. ამ კანონით ვერ შეხვალთ ევროკავშირში. 

მსგავსი სიახლეები