26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში - მამუკა ხაზარაძე
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!
ხაზარაძე აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებზე წერს, რომ კითხვის ნიშნები აღარ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს საქართველო.
1. ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება;
2. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის;
3. ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით;
4. გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში.
ეს ბოლო სამი დღის ამბებია...
კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!"- წერს ხაზარაზე.