"ივანიშვილის ფული სანქციების ქვეშ არ არის" - გიგი ბედინეიშვილი ოლიგარქის გაზრდილ ქონებაზე

10.07.24 13:29
"ივანიშვილის ფული სანქციების ქვეშ არ არის" - გიგი ბედინეიშვილი ოლიგარქის გაზრდილ ქონებაზე

 ფინანსისტი გიგი ბედინეიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფული, რეალურად, სანქციების ქვეშ არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავისი ქონების გაზრდას ვერ მოახერხებდა. ექსპერტი ფიქრობს, რომ "ოცნების" რიტორიკა, თითქოს, ოლიგარქი, ფაქტობრივად, სანქციების ქვეშ არის, ან "ბოდვაა", ან პოლიტიკური პროაგანდის ნაწილია. 

ის კაცი მდიდრდება, იმიტომ, რომ თავის დროზე, 90-იან წლებში  დიდი ფული იშოვა რუსეთში და მერე ეს ფული კარგად აქვს დაბანდებული და შესაბამისად, ეს ფული იზრდება. და, რა თქმა უნდა, არანაირი სანქციების ქვეშ ეს ფული არ არის. ჩადებული აქვს ფული სხვა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში. მათი ღირებულება საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა ახლა, შესაბამისად, მისი პორტფელიც ამისგან ხეირობს. გამოცდილი ინვესტორები, რაც ივანიშვილი ნამდვილად არის, ცდილობენ, ერთ კალათში არ ჩადონ ყველა კვერცხი და ამიტომ, დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ის, ფაქტობრივად, სანქცირებულია, რაღაც ასეთი რიტორიკა გვესმის ივანიშილისგან და „ქართული ოცნების“ წევრებისგან, ორი ვარიანტი მაქვს: ან რაღაც ბოდვაა ისევ, რაღაც გლობალური ომის პარტია და ფრი მასონები და ა.შ., ან რაღაც პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ელვის სისწრაფით მდიდრდება. ოლიაგარქის ქონებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასეთი მდიდარი ივანიშივილი ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც კი არ ყოფილა. მხოლოდ  ბლუმბერგის მონაცემებით, ქართველ ოლიგარქს ახლა 7 მილიარდ  300 მილიონი დოლარი აქვს და ის   მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ირიცხება. ირკვევა,  რომ მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქრთველოს არაფორმალური მმართველის ქონება 700 მილიონით გაიზარდა.   

მსგავსი სიახლეები