ივანიშვილი ქონებას საქართველოში აგროვებს, მათ შორის უკანონო მანიპულაციებითაც - ირაკლი აბესაძე
ფინანსისტი ირაკლი აბესაძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქონებას სწორედ საქართველოში აგროვებს. ექსპერტი ამბობს, რომ ეს, მათ შორის, უკანონო მანიპულაციებითაც ხდება. მისი თქმით, ქონების გაზრდა, პირველ რიგშ, ფონდ "ქართუს" უკავშრდება, სადაც მან მთელი თავისი ქონება თითქოსდა საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაიტანა.
ივანიშვილის რუსული პოლიტიკის ფონზე საქართველო, როგორც სახელმწიფო, კარგავს დაფინანსებას დასავლური სახელმწიფოებისგან. ამის ფონზე, ივანიშვილის ქონება იზრდება, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ქონების დაგროვება ივანიშვილის მხრიდან ხდება სწორედ საქართველოში, სადაც ის გამოკეტილია და სადაც ის სხვა და სხვა ტიპის მანიპულაციებით, უკანონო პანიპულაციებითაც კი ახერხებს საკუთარი ქონების გაზრდას. ეს, პირველ რიგში, უკავშირდება ფონდ „ქართუს“, სადაც თითქოს საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაიტანა მთელი თავისი ქონება, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ბიძინა ივანიშვილი ელვის სისწრაფით მდიდრდება. ოლიაგარქის ქონებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასეთი მდიდარი ივანიშივილი ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც კი არ ყოფილა. მხოლოდ ბლუმბერგის მონაცემებით, ქართველ ოლიგარქს ახლა 7 მილიარდ 300 მილიონი დოლარი აქვს და ის მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ირიცხება. ირკვევა, რომ მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქრთველოს არაფორმალური მმართველის ქონება 700 მილიონით გაიზარდა.