ივანიშვილი ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება - ანა ნაცვლიშვილი

10.07.24 13:40
ივანიშვილი ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება - ანა ნაცვლიშვილი

ივანიშვილი ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, როცა ქვეყანა ღარიბდება და ოლიგარქი მდიდრდება, ეს გამდიდრების წყაროს პირდაპირ ცხადყოფს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე  ზრდის თავის მილიარდებს და მდიდრდება  და ამ დროს მოქალაქეები და ქვეყანა  ღარიბდება. ეს პირდაპირ აჩვენებს, როცა ქვეყანა ღარიბდება და ოლიგარქი მდიდრდება, ეს აჩვენებს წყაროს ამ გამდიდრების. ის მდიდრდება ქართველი ხალხის გაღარიბების  ხარჯზე, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ელვის სისწრაფით მდიდრდება. ოლიაგარქის ქონებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასეთი მდიდარი ივანიშივილი ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც კი არ ყოფილა. მხოლოდ  ბლუმბერგის მონაცემებით, ქართველ ოლიგარქს ახლა 7 მილიარდ  300 მილიონი დოლარი აქვს და ის  მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ირიცხება. ირკვევა,  რომ მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქრთველოს არაფორმალური მმართველის ქონება 700 მილიონით გაიზარდა.     

მსგავსი სიახლეები