"მოკრძალებული" ადამიანია ბატონი ბიძინა, თორემ შეიძლება 20 მლრდ-იც კი საჯაროდ ჰქონოდა ნაშოვნი - ხვიჩია

10.07.24 13:43
"მოკრძალებული" ადამიანია ბატონი ბიძინა, თორემ შეიძლება 20 მლრდ-იც კი საჯაროდ ჰქონოდა ნაშოვნი - ხვიჩია

ოლიგარქის კიდევ უფრო გამდიდრების საკითხს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ირონიით ეხმიანება. ოპოზიციის წევრის თქმით, "ივანიშვილი მოკრძალებულია", რადგან 7 მლრდ-ზე გაცილებით მეტის შოვნა შეეძლო. 

ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს ზოგადად და საერთოდ, კიდევ მოკრძალებული ადამიანია ბატონი ბიძინა, თორემ შეიძლება 20 მლრდ-იც კი საჯაროდ ჰქონოდა ნაშოვნი იმხელა ძალაუფლებას ფლობს, მაგრამ 7 მლრდ მაინც არასწორი მგონია, მე დავამატებდი ბიუჯეტის ფულს, მაგასაც ხომ ბიძინა განკარგავს, - ამბობს იაგო ხვიჩია. 

ბიძინა ივანიშვილი ელვის სისწრაფით მდიდრდება. ოლიაგარქის ქონებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასეთი მდიდარი ივანიშივილი ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც კი არ ყოფილა. მხოლოდ  ბლუმბერგის მონაცემებით, ქართველ ოლიგარქს ახლა 7 მილიარდ  300 მილიონი დოლარი აქვს და ის  მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ირიცხება. ირკვევა,  რომ მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქრთველოს არაფორმალური მმართველის ქონება 700 მილიონით გაიზარდა.      

მსგავსი სიახლეები