ნატოს სამიტზე საქართველო დღის წესრიგში არ არის - ნაცვლიშვილი "ოცნების" დანაშაულებრივ პოლიტიკაზე საუბრობს
ხელსუფლების დანშაულებრივი პოლიტიკის კიდევ ერთი მაჩვენებელი, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი იმ ფაქტს, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის. ოპოზიციის წევრის თქმით, ცხადია, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესებს არ გამოხატავს.
არათუ საქართველოს ინტერესების ადვოკატირებისთვის იქ აქტიურად არ არის წარმოდგენილი ხელისუფლება, არამედ, საერთოდ, საქართველო ძირითადი დღის წესრიგიდან გარიყულია და არსად ფიგურირებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის, როდესაც ის არ გამოხატავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, სადაც ალიანსის 32 ლიდერია შეკრებილი, საქართველო დღის წესრიგიდან მოხსნილია. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ლიდერები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ, არცერთი განცხადება საქართველოზე არ გაკეთებულა.