საგადასახადო სამსახური ,,მთავარი არხის" გაყიდვების სახლში შევიდა

27.07.21 17:04
საგადასახადო სამსახური ,,მთავარი არხის" გაყიდვების სახლში შევიდა

ნიკა გვარამიას განცხადებით, საგადასახადო სამსახური ,,მთავარი არხის" გაყიდვების სახლში შევიდა. 

გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ვინც ჩვენს რეკლამებს ყიდის, იმ სახლში შევიდნენ. ჩვენი შემოსავალი ეს არის, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა, სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს.

პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის არანაირი დარღვევა. ჩვენ ვიხდით გადასახადებს.

ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე თავის დროზე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიასაშუალება, დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება.

ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდება. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და შემდეგ პროკურატურას", - განაცხადა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები