ვაშინგტონში ჩასული "ოცნების" დელეგაცია ამტკიცებს, რომ ნატოს სამიტებზე საქართველოს საკითხი მაღალ დონეზე დგას

10.07.24 14:22
ვაშინგტონში ჩასული "ოცნების" დელეგაცია ამტკიცებს, რომ ნატოს სამიტებზე საქართველოს საკითხი მაღალ დონეზე დგას

ნატოს სამიტზე ჩასული საქართველოს დელეგაცია ამტკიცებს, რომ საქართველოს საკითხი სამიტებზე დღის წესრიგში ყოველთვის მაღალ დონეზე დგას. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილ-ატლანტიკურ ალიანსში ვიქტორ დოლიძე ირწმუნება, რომ საქართველო ნატოს ფუნდალმენტრუ პარტნიორი და ღირებული საყრდენია. 

თქვენ იცით, რომ საქართველო ყოველთვის სამიტებზე დღის წესრიგში დგას მაღალ დონეზე. საქართველო არის და რჩება ნატოს ფუნდამენტურ პარტნიორად, ყველაზე ახლა პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით და ეს როგორც ნატოელმა, ასევე ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და ეს პროცესი გაგრძელება მომავალშიც, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, რომელიც ასევე სამიტზე იმყოფება, ამბობს საქართველოს საუთარი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობა სამიტის მთავარ დღეს, ძირითად ღონისძიებებზე მიეცემა. 

მთავარი დღე, როდესაც გაიმართება ძირითადი ღონისძიებები, სადაც მონაწილეობენ ალიანსის წევრების გარდა პარტნორი ქვეყნები, სადაც საქართველო არის შესაბამისად წარმოდგენილი, აღნიშნული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებლობა, ამ ღონისძიებებში ჩართულობის და საქართველოს პოზიციის წარმოდგენის, ასევე პარტნიორებთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლის და შემდგომი თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე საუბრის, - ამბობს ლაშა დარსალია. 

ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, სადაც ალიანსის 32 ლიდერია შეკრებილი, საქართველო დღის წესრიგიდან მოხსნილია.  მაშინ, როდესაც მსოფლიოს ლიდერები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ, არცერთი განცხადება საქართველოზე არ გაკეთებულა. 

მსგავსი სიახლეები