ვეტერანი მეოცნეები VS "ოცნება" - გამოჩნდება თუ არა ველზე ახალი პოლიტიკური პარტია?
გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტია? - ეკა ბესელია ახალი ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. პოლიტიკოსის განმარტებით, "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას სწორედ ამ პარტიას აძლევდნენ, ახლა მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ და ეს გიორგი გახარიას პარტიაა, თუმცა ბესელიას თქმით, ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ახლა ბესელია აპირებს, ის ხალხი შემოიკრიბოს, ვისაც ხალხი ენდობა.
ეკა ბესელიამ საარჩევნოდ მისი პარტიის რეგისტრაციის პროცესიც დაიწყო და ცესკოდან პასუხის შემდეგ იმ გვარებს დაასახელებს, ვისაც ახალი მოძრაობაში ხედავს.
„ნაციონალური მოძრაობის" ყველა ამომრჩეველი, ბოლო კვლევებითაც ჩანს ეს და ჩვენც, ცოტა, ვისაც გამოცდილება გვაქვს, ჩვენც ვაანალიზებთ ამას, რომ გადანაწილებულია ყველა იმ პარტიაზე, ვინც უკვე ჩანს ამ ველზე და მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, 25% მანც რჩება, რაც ძალიან დიდი ციფრია, რომელიც არცერთ ამ კომბინაციას ანუ გაერთიანებას მხარს არ უჭერს და ფიქრობს, რაღაცას ელოდება. ეს არის ის ველი, სადაც არის „ქართული ოცნების“ მიერ დაკარგული ამომრჩეველი, რომელსაც უნდა რაღაც სხვა , ის არ მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაოვბას“, მაგრამ არ არის საკმარისი, როგორც ჩანს, ამ კვლევებით, მხოლოდ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია. მას სჭირდება კიდევ რაღაც მსგავსი დაახლოებით ბიორგრაფიის თუ პოლიტიკური ისტორიის რაღაც ტიპის არჩევანი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სორედ ამ ველზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ამომრჩეველი, იმ ამომრჩევლებისთვის იყოს კიდევ ერთი შესაძლებლობა, - ამბობს ეკა ბესელია.
ეკა ბესელია "პირვეკებთან" აღნიშნავს, რომ საკითხზე ყოფილ თანამებრძოლებთან საუბრები უკვე აქვს, თუმცა მათთვის კიდევ მეტი სიცხადეა საჭირო.
მე მაქვს ბევრ ასეთ ყოფილ თანამოაზრესთან თუ თანამებრძოლთან საუბარი, მაგრამ მათთვისაც მეტი სიცხადე და მკაფიოობაა საჭირო, მათთისაც უფრო კონკრეტიკაა საჭირო. ისინიც ელოდებიან როგორ დალაგდება საარჩევნო გადანაწილება, - ამბობს ბესელია.
ამასთან, პოლიტიკოსის განცხადებით, უს ახალ ერთობაში სიამოვნებით იხილავდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილსაც.
დიდი ხანია არ მინახავს, თუმცა ვისურვებდი, იმიტომ, რომ იქნებოდა არაჩვეულებრივი მისი მონაწილეობა. მრავალფეროვანი უნდა იყოს ეს პალიტრა, - ამბობს ბესელია.