მასობრივი თავდასხმები მედიაზე - ხელისუფლების წახალისებული მოძალადეები "ტვ პირველის" ჟურნალისტებს ხელს უშლიან

27.07.21 17:23
მასობრივი თავდასხმები მედიაზე - ხელისუფლების წახალისებული მოძალადეები "ტვ პირველის" ჟურნალისტებს ხელს უშლიან

მასობრივი თავდასხმები მედიაზე - ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა რამდენჯერმე განახორციელეს.

ხელისუფლების მიერ წახალისებული დაჯგუფების წევრების სამიზნე ამჯერად "პირველების" რეპორტიორები, გუგა მაისურაძე და სოფა მურთაზაშვილი, გახდნენ. 

რეპორტიორები პრორუსული ორგანიზაცია ,,ალტ ინფოს" წევრის, დავით ბაძაგარაძის, თავდასხმის მსხვერპლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ გახდნენ. 

რადიკალური დაჯგუფების წევრი პროფესიულ საქმიანობაში მედიას ხელს სამართალდამცველების თანდასწრებით უშლიდა. 

მეტიც, ლევან ვასაძის მხარდამჭერმა, ვინმე დავით ბაძგარაძემ, ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, იცის, რომ კანონს არღვევს, თუმცა თავს მაინც დაესხა. 

ბატონი დავითი, რომელიც გვარს არ გვეუბნებოდა, "ალტ ინფოს" მხარდამჭერი აღმოჩნდა. ეს ადამიანი გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ამ ადამიანს ეტყობოდა, რომ 5-6 ივლისის აქციების მონაწილე იყო. სურდა, გაგვეცა პასუხი, რა მუხლის საფუძველზე ვითხოვდით იმ ადამიანების დაკავებას, რომლებმაც პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს",- ამბობს სოფა მურთაზაშვილი. 

 "ქართული ოცნების" მხარდამჭერის თავდასხმის ობიექტი გახდა, "ტვ პირველის" კიდევ ერთი რეპორტიორი, გუგა მაისურაძეც. 

დაიწყო, რომ მე ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ვიყავი. ვიყავი მკვლელების, სექტის წარმომადგენელი. მეუბნებოდა, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობით მათ ვუწყობდი ხელს. მას არაერთხელ ვთხოვე, გზა გაეგრძელებინა და ტერიტორია დაეტოვებინა, თუმცა ის აგრესიას და გინებას მაინც აგრძელებდა"- აცხადებს გუგა მაისურაძე. 

ცნობისთვის, ინტერვიუს დროს დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტსა და ასევე ,,ენმ"-ს წევრს წყალი გადმოასხეს. მედიის წარმომადგენელს კი ადგილობრივმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.