გვაქვს მკაფიო განაცხადი, რომ "ოცნების" რეჟიმით საქართველოს ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გზა ჩაკეტილი აქვს - ჭიაბერაშვილი

10.07.24 16:04
გვაქვს მკაფიო განაცხადი, რომ "ოცნების" რეჟიმით საქართველოს ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გზა ჩაკეტილი აქვს - ჭიაბერაშვილი

"აშშ-გან ქართველ ხალხს გვაქვს მკაფიო განაცხადი, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმით საქართველოს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატოსკენ" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეა დამოკიდებული.

ჩვენი მეგობრებისგან ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან მკაფიო განაცხადი გვაქვს ქართველ ხალხს, რომ ამ რეჟიმით, “ქართული ოცნებით” ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატოსკენ. ეს არის ყველაზე მკაფიო არჩევანი დამოუკიდებლობის 33 წლის განმავლობაში, რაც გველოდება 26 ოქტომბერს.“  განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.