რუსული გემი ოჩამჩირეში - "პუტინს საქართველოსთან დაკავშირებით გეგმები აქვს, რაშიც "ოცნება" ხელს უწყობს"
რუსული გემი ოჩამჩირეში - ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს არის კრემლის გეგმა არა მარტო არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ფლოტის გაფართოების კუთხით, არამედ მთლიანად საქართველოსთან დაკავშირებით.
ის, რომ, მათ შორის არსებობს გარკვეული ტიპის ახალი ინფორმაცია, რომ უკრაინიდან გამორიდებული სამხედრო ფრეგატები არის ოჩამჩირის პორტში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ რუსეთის ინტერესია დაიცვას თავისი სამხედრო გემები უკრიანის მხრიდან განადგურებისგან და რა თქმა უნდა, გეგმები არის არა მხოლოდ გაფართოების კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის ფლოტის, არამდე, როდესაც აქვთ გეგმა მთლიანად საქართველოსთან დაკავშირებით, რასაც ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ხელს უწყობს", - ამბობს აქუბარდია.
ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, ხოლო 4 და 5 ივლისის ფოტოებით ის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი.