ბიძინა ივანიშვილმა გვიღალატა - ანი მიროტაძე
"ქართული ოცნებიდან "წასული ანი მიროტაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათ უღალატა, მათ შორის, უღალატა ქვეყანას, რომლის მომავალიც ევროკავშირშია.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის საშუალება, რომ ახალი კონფიგურაციები გაკეთდეს და ა"ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად ჩაერთვება.
ბიძინა ივანიშვილმა გვიღალატა ჩვენ და საზოგადოებას, ამიტომ მოღალატეს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი, პატრიოტებს თავისი ადგილი და ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ზოგადად, ამ ქვეყანას, თავისი ადგილი. ამ ქვეყნის ადგილი არის დიდ ევროპულ ოჯახში, რომელიც არის ჩვენი ევროპული ოჯახი, საიდანაც გვშორებს ბიძინა ივანიშვილი. ასეთ შემთხვევაში არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, ამ პროცესებშ არ ვიყო. არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ახალი კონფიგურაციების გაკეთებაც, მოქმედი პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობითაც ახალი კონსტრუქციების აგება და მშენებლობა. მე მქონდა გარკვეული კონსულტაციები ად არ დავაკონკრეტებ არაფერს. ბუნებრივია, მე აუცილებლად ვიქნები ამ ბრძოლაში, - ამბობს ანი მიროტაძე.
გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტია? ეკა ბესელია ახალი ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. პოლიტიკოსის განმარტებით, "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას სწორედ ამ პარტიას აძლევდნენ, ახლა მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ და ეს გიორგი გახარიას პარტიაა, თუმცა ბესელიას თქმით, ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ახლა ბესელია აპირებს ის ხალხი შემოიკრიბოს, ვინც "ოცნების" მართვის სტილის მომხრეა, თუმცა პრორუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.