არ არის პოლიტიკოსობა ჩემი საქმე, ექიმობა მომწონს - სერგეენკო
დავით სერგეენკო ამბობს, რომ ბესელიას მიერ დაანონსებულ პარტიაში გაერთიანებას არ გეგმავს. პოლიტიკოსის თქმით, მიხვდა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და მედიცინაში თავს უკეთ გრძნობს.
არც მე ვაპირებ არანაირი სახით, არც შემოთავაზება ყოფილა და არც ვუშვებ, მეყო, არ არის ეს ჩემი საქმე . არც მინდა, არც მაინტერესებს და არც უთხოვიათ და ექიმობა მომწონს. მოკლედ, არცერთი არგუმენტი არ მაქვს ამისთვის, - ამბობს დავით სერგეენკო.
გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტია? ეკა ბესელია ახალი ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. პოლიტიკოსის განმარტებით, "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას სწორედ ამ პარტიას აძლევდნენ, ახლა მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ და ეს გიორგი გახარიას პარტიაა, თუმცა ბესელიას თქმით, ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ახლა ბესელია აპირებს ის ხალხი შემოიკრიბოს, ვინც "ოცნების" მართვის სტილის მომხრეა, თუმცა პრორუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.