"აბა, შექმნას, ერთი, პარტია და ვნახოთ"... - ღუდუშაური ბესელიას თავს ესხმის

10.07.24 18:08
"აბა, შექმნას, ერთი, პარტია და ვნახოთ"... - ღუდუშაური ბესელიას თავს ესხმის

ეკა ბესელიას პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეამ  "ქართული ოცნება" გააბრაზა. ალუდა ღუდუშაური ყოფილ თანაგუნდელს თავს ესხმის და ამბობს, რომ მან ერთხელ საკუთარი ძალები პოლიტიკაში უკვე მოსინჯა, თუმცა წარუმატებლად. 

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრმა, პრაქტიკულად აღიარა, რომ "ოცნებას" ბევრი განაწყებული მოქალაქე ჰყავს და თუ ისინი მხარს დაუჭერენ იმ გაერთიანებას, რომელიც დაანონსებულია, მაშინ ისინი არჩევნებს მოიგებენ. 

ეს ანალიზი საერთო უინტერესოა, შესაბამისად, დროს არ ვკარგავთ ამაზე.  თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, აბა, შექმნას, ერთი, პარტია და ვნახოთ, როგორ ექნება და მე მეტსაც გეტყვით, ქალბატონმა ბესელიამ მოსინჯა ერთხელ ძალები , ჩემს რეგიონში იყრიდა კენჭს და მახსოვს, რომ რაღაც 35 თუ 26 ხმა აქვს  მთლიანად რეგიონში აღებული თუ ზუსტად  მახსოვს, შეიძლება პლუს-მინუს ორი ხმა აქეთ იქეთ. ასე კი არ იყოფა ზოგადად საზოგადოება, რომ  ვინ ვისზე განაწყენებულია, გაბრაზებულია, - ამბობს ღუდუშაური.
 

ამასთან, ღუდუშაური გახარიას გუნდის იმ გაბცხადებასაც ეხმიანება, რომელმაც თქვა, იმ მოქალაქეების ხმები, რომლებიც "ოცნებაზე" განაწყენებულები არიან, სწორედ მათთან წავა.

კარგი, ჩემო, ძმაო-თქო, ასე უთხარით.  კიევ ერთხელ გეუბნებით, მაშინ მოუგიათ არჩევნები და დაელოდონ 26 ოქტომბერს.  უბრალოდ, უთხარით, რომ სიცხე არის და შამპანური  გათბება გზაში. 26  ოქტომბერი მალე ადგება ამ ქვეყანაში , ჩემი ადბადების დღეა , მე ვფიქრობ, რომ ორ რამეს ვიზეიმებ . აი, გახარია და ბესელია და სხვები რას იზეიმებენ , მაგასაც დაველოდოთ, - ამბობს ღუდუშაური. 

გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტია?  ეკა ბესელია ახალი ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. პოლიტიკოსის განმარტებით, "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას სწორედ ამ პარტიას აძლევდნენ, ახლა მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ და ეს გიორგი გახარიას პარტიაა, თუმცა ბესელიას თქმით, ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ახლა ბესელია აპირებს ის ხალხი შემოიკრიბოს, ვინც "ოცნების" მართვის სტილის მომხრეა, თუმცა პრორუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.