დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში - ილია დარჩიაშვილი

10.07.24 19:07
დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში - ილია დარჩიაშვილი

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დარჩიაშვილის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი 

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი," - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.