რადიკალურ მოქმედებებზე გადასული გერმანია და "ოცნება" მძიმე შეხვედრების მოლოდინში
"ქართული ოცნება" მძიმე შეხვედრების მოლოდინში. რამდენიმე საათში თბილისში შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ელოდებიან. უკვე ცნობილია, რა მისიით ჩამოდის ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანი. რუსული კანონის გარდა, უზრა ზეიამ "ოცნებას" ახსნა განმარტება უნდა მოსთხოვოს ტყუილებზე და დეზინფორმაციის კამპანიაზე, რაც შტატების მიმართ წამოიწყეს. ამის შესახებ ბლინკენის უწყება იტყობინება
მანამდე კი რადიკალურ მოქმედებებზე გადადიან ევროპული სახელმწიფოებიც. გერმანია ფინანსურ დახმარებას ყინავს, ერთობლივ წვრთნებს ქათულ ჯართან აუქმებს და უარს ამბობს ბერლინში დაგეგმილ ფორუმზე, სადაც მონაწილეები მთავრობის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. "მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასდროს ვყოფილვარ-" აცხადებს გერმანიის ელჩი, რომელმაც პირდაპირ თქვა რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მთავრობის კურსის გამო შეჩერდა.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.