კიდევ 700 მილიონით გამდიდრებული ოლიგარქი - ივანიშვილის ქონება ისტორიულ მაქსიმუმზეა
ოლიგარქის უსაზღვრო ვნებანი. ბიძინა ივანიშვილის ქონება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე წელს კიდევ 700 მილიონით გამდირდა და მისმა ქონებამ საერთო ჯამში 7 მილიარდ 300 მილიონი შეადგინა. აღმოჩნდა, რომ ოლიგარქი ფინანსურ ინსტიტუტებს ბოლომდე არ ენდობა. ამიტომ ქონების 20 პროცენტს ნაღდი ფულის სახით ინახავს. კიდევ ერთი მილიარდი ნახატებში აქვს დაბანდებული.
დანარჩენი ფული კი სხვადასხვა აქტივებშია გადანაწილებული. მათ შორის დასავლეთში. ივანიშვილს ქონების 27 პროცენტი გლობალურ აქციებში აქვს დაბანდებული. ანუ იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები ამოქმედდება, პირველ რიგში სწორედ ეს აქტივები გაიყინება. ეს კი ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონების მეხუთედზე მეტი საფრთხის წინაშეა. ამიტომ ოლიგარქი უცხოური კაპიტალის საქართველოში გადმოტანას ჩქარობს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.